ჰო, თუმცა...
იცი, გუშინ ნი კა-ს შევხდი. სტრანნი ადამიანია, თუმცა ჩემგან ამის ახსნა რაში გჭირდება, შენც ხომ იცნობ მას.
ამ ადამიანს იმდენი ხანია ვიცნობ, რომ უკვე დამავიწყდა, როდის და სად, რა ვითარებაში გავიცანი, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
ერთი-ორ სიტყვას ამ ადამიანზეც ვიტყვი.
მისი ნახვა ძალიან გამიხარდა. მას კი ვერც სიხარული და ვერც წყენა შევატყვე... რომ არ ვიცნობდე, ვიფიქრებდი, არ ესიამოვნა ჩემი ნახვა–მეთქი, თუმცა შემდეგ 1 საათი ვისაუბრეთ...
მოკლედ, რატომ მოვაყოლე ეს ამხელა პროლოგი: მახსოვს, ნიკამ თავის უახლოეს ძმაკაცს სახელი შეუცვლა და ნატულიკა შეარქვა. რომ ვკითხეთ "რატომ თქო", გვიპასუხა, "მაგისგან კაცი არ დადგება და ისევ სჯობს ნატულიკა ერქვასო", არადა ყველაზე ძალიან ეს ბიჭი უყვარდა მთელს ჩვენს საამხანაგოში... ამ ბიჭმაც იცოდა თავისი ზედმეტსახელის შესახებ და ნი კასგან არაფერი სწყინდა, თუმცა ნი კასგან არავის არაფერი გვწყინდა, ერთადერი ადამიანი, რომელიც მისგან ნაწყენი იყო, თავად ნი კა იყო და სხვა არავინ... "ნატულიკასგან" კაცი კი დადგა, მაგრამ ნი კამ დაკარგა ის ადამიანი, თუმცა დღემდე ძალიან აფასებს და ძმასავით უყვარს...
მახსოვს, 25 წლის ასაკში გადაწყვიტა თავისი უნიჭო ლექსების კრებული გაეკეთებინა და გააკეთა კიდეც, მთელი 50 ფურცელი გამოვიდა, საკმაოდ კარგი და საინტერესო ლექსების ხივლის საშუალება მოგვეცა, ადრე ამ ლექსებს არავის გვაკითხებდა (შევეცდები, ის კრებული მოვნახო და ერთი -ორი ლექსი კიდევ დავდო აქ).
მოკლედ გააკეთა კრებული და ჩამოგვირიგა მხოლოდ მეგობრებს. ერთი ასეთი კრებული მშობლებსაც აჩუქა, "რა იცით, იქნებ მოგეწონოთ"–ო.
თურმე დედამისს სამი ლექსის წაკითხვის შემდეგ მისთვის უთქვამს, "შვილო, ეს რა არის, ამის წაკითხვის შემდეგ "პახარონნი" მარში, "ვენოკი" და გულზე ხელების დაკრეფვა-ღა დამრჩენია და პირდაპირ გამასვენეო..."
"ეჰ, დედი, ყველა მოვესწრებით მაგ დღეს, მაგრამ "პახარონი" მარშს ჩემგან ნუ ელი, აი, ვენოკს კი აუცილებლად შევუკვეთავ და თანაც ახლავეო..." ასეთი მწარე იუმორი აქვს ამ ჩვენს ნი კას...
მოკლედ, გუშინ ნი კას ვეკითხები, ამხელა ადამიანი და კიდევ ისევ ისეთი ხარ, საერთოდ არ შეცვლილხარ–მეთქი... გაეცინა, "არა ყველა ვიცვლებით და პირველ რიგში კი მე, ხან ისე და ხან ასე, როგორც განწყობა და ჩემი თავი მეტყვის ისეთი ვხდები"-ო.
"ერთი ეს მითხარი, რამდენი წლის ხარ –მეთქი", გაოცებული თვალებით შემომაშტერდა, ეს გიჟი ხომ არააო, მაგრამ რომ მიხვდა ვისაც ელაპარაკებოდა, მიპასუხა, "27 წლის რომ გავხდი, მას შემდეგ საერთოდ აღარ ვითვლი რამდენის ვხდები. წლები მე არ მაწუხებენ და მე კი მათ"-ო. ნი კასგან სხვა რა პასუხს უნდა მოელოდოს ადამიანი, პირიქით, მადლობელიც ვარ, რომ ძველ სტილში არ მიპასაუხა – გავიქრე და აი, აქ შევცდი,
"შე ...., მე რომ მეკითხები თავად რამდენი წლის ხარ?!"-ო.. გავშრი, მეგონა ეს ძველი "ზამაშკები" დაივიწყდა და...
"27
-ის" ვუპასუხე, "ხოდა, აი, მანდ იჭედები"-ო,
"რატომ?"
"მაგაზე თავად იფიქრე".
"კარგი"...
რამდენიმე წუთით სიჩუმე ჩამოწვა. უბრალოდ ცაში იყურებოდა და დაავიწყდა რომ გვერდით მე ვიჯექი.
სიჩუმე ისევ მე დავარღვიე და ვკითხე "ნიკა ბედნიერება რა არის?" "ბედნიერება?" გაეცინა, არაფერი მიპასუხა, თუმცა მისგან ასეთ "პასუხს" ჩვეულებრივად ვიღებდით. ახლა ვცადე სხვანაირად დამესვა კითხვა, "ნი კა, შენ თუ ყოფილხარ ბედნიერი როდესმე?"
"მე? კი, მე ყოველთვის ბედნიერი ვარ, მაშინაც კი, როცა თავის მოკვლის სურვილი მიჩნდება. მაშინაც კი..."
ჰოოო, ეს ახალი, ამბავი არაა, რაც თავი გვახსოვს, ნიკას სულ მუდამ აინტერესებდა სიკვდილი და თუ რა ხდებოდა მის შემდეგ, ხშირად უთქვამს - "თავი უნდა მოვიკლა"–ო, მაგრამ ვიცოდით, რომ ამის გამკეთებელი არ იყო. არ იყო სუიციდისკენ მიდრეკილი ტიპი, როგორც თავად იცოდა თქმა "ეგოისტი ვარ მე!" ჰო იყო და არ იყო კიდეც ეგოისტი...
"კარგი ახლა, წავედი" მითხრა და წამოდგა ტროტუარიდან. "სად მიდიხარ"– მეთქი, "ასათიანზე, იქნებ ვინმემ შემამჩნიოს და საგიჟეში ჩამაბაროს, თორემ ჩემით რომ მივდივარ არავინ მიღებს, შენ გიჟის არაფერი გცხია და რა გინდა აქაო. არადა, გარეთ გიჟს მეძახიან. ვერაფერი გავუგე ამ ხალხს, გიჟებისთვის ჭკვიანი ვარ და ჭკვიანებისათვის გიჟი" თავისთვის ჩაილაპარაკა, შემდეგ მომიტრიალდა და მითხრა, "ჩვენებს თუ შეხვდები უთხარი, რომ თვეში ერთხელ ასათიანზე მომაკითხონ და რაიმე ჩემი საყვარელი საჭმელებიდან მომიტანონ". შეტრიალდა. სანამ დამშორდებოდა ვუთხარი, "რომელია შენი საყვარელი? რომელი?" დაფიქრდა, შემოტრიალდა – "ნებისმიერი, რაც იჭმევა..." "კარგი, მაშინ მე მოგაკითხავ" გავეხუმრე, "არა შენ არა"-ო,
"რატომ???"
"შენ რომ იქ გამოჩნდე, გაუსინჯავად დაგტოვებენ და "შემოგასახლებენ" ჩემს პალატაში, შენ ჩემზე უარესი ხარ და შენი თავი სად მაქვს, შენ გარეთ უფრო დამჭირდები, ამიტომ ჩვენებს უთხარი, რომ თვეში ერთხელ მათ მომიტანონ "პერედაჩი" და არა შენ..."
აღარ დაელოდა პასუხს და ნელა გაუყვა ტროტუარს. თვალი გავაყოლე. გამოპასუხებას აზრი აღარ ჰქონდა. შემდეგ ტროტუარიდან საპირისპირო მხარეს, მანქანების სავალ გზაზე გადავიდა და ოდნავშესამჩნევი ზიგზაგით გაუყვა თავის გზას "ასათიანისკენ".
"გიჟია ოხერი!!!" გავიფიქრე ჩემთვის, "ისევ თვალებდახუჭული დადის... ერთხელაც იქნება და ვიღაცა გაიტანს ამ უბედურს".
საბედნიეროდ, გუშინ იმ გზაზე მანქანებმა იშვიათად ჩამიარეს გვერდით, ასე რომ გუშინ ნი კა გადარჩა, თუმცა ასე დადის უკვე დიდი ხანია, მითუმეტეს შებინდებულზე...
ეჰ, ნი კა, ნი კა... შენი გამოსწორება არ იქნება. გამეღიმა, შემოვტრიალდი და სახლისაკენ წამოვედი... თან მეღიმებოდა, მთელი 1საათიანი შეხვედრის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე წუთი თუ ისაუბრა ჩემთან და დანარჩენი ჩუმად იყო... მაგრამ ეს კიდევ მიღწევა იყო, ერთხელ მთელი ორსაათიანი შეხვედრისას და ისიც შემთხვევით შეხვედრის განმავლობაში მხოლოდ ერთი პატარა დიალოგი შედგა ჩვენს შორის:
ნი კა, როგორ ხარ?
როგორც ყოველთვის
ე.ი. კარგად.
ვისთვის როგორ.
რას საქმიანობ, სახლში როგორ ხართ?
ისევ ისე ვარ და სახლშიც როგორც ყოველთვის.
სად მიდიხარ?
მთავარანგელოზებთან და წმინდანებთან შეხვედრა მაქვს.
გამეცინა მაშინაც, ეს ჩვეულებრივი სტილია ნი კასი - , რა გინდა, ისევ "სტრელკა" დაუნიშნე?
არა, მთავარანგელოზებს ფრთები და წმიდანებს სახელი უნდა დავუბრუნო, განა მუდმივანდ მერგო ერთი ან მეორე?! ხოდა ამას თავის დროზე დაბრუნება უნდა...
კი მაგრამ...
ეს იყო და ისევ წავიდა.
მაგრამ ყოველთვის ასეც არ ხდება, იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება ისე, რომ ენაწყლიანი გვიხდება ეს ჩვენი ნი კა და აი, მაშინ ვიღუპებით ხოლმე. თუმცა ისედაც გამიგრძელდა საუბარი და სჯობს აქ გავჩერდე. სხვა ისტორიები სხვა დროს იყოს.
(10.10.2007w.)
Комментариев нет:
Отправить комментарий