среда, 13 июня 2012 г.

(არ) ხუმრობენ ზოდიაქოს ნიშნებზე



ხუმრობენ (ზოდიაქოს) ნიშნები

ვერძი – ხუმრობს, მაგრამ ჯერ ხუმრობს და მერე ფიქრობს რაზე ხუმრობს;

კურო – ხუმრობს ყველაფერზე რაც იჭმევა და რაც არ იჭმევა იმაზეც, ოღონდ ხანდახან;

ტყუპი – ის არ ხუმრობს, რადგანაც ისე სწრაფად საუბრობს, რომ ვერ გაარკვევ საერთოდ რას ამბობს;

კირჩხიბი – ხუმრობს, მაგრამ ეს ხუმრობა მერე მასში სენტიმენტალურ გრძნობებს იწვევს და ქვითინს იწყებს;

ლომი _ ხუმრობს ყველაზე და ყველაფერზე, ოღონდაც აუდიტორიის წინაშე, ისე რა აზრი აქვს ხუმრობას?! თუმცა ერთი მაყურებლის თეატრშიც შეუძლია გამოსვლა.

ქალწული – იმდენად სერიოზულია, რომ სხვები ამ სერიოზულობას ხუმრობად აღიქვამენ;

სასწორი – არ იცის რაზე ან ვისზე იხუმროს, ამიტომ გადაწყვეტს საკუთარ თავზე დაიწყოს ხუმრობა, მაგრამ როგორც კი იწყებხ ხუმრობას, იწყებს მერყეობას და თან ბოდიშებს იხდის, რომ სხვებს დრო დააკარგვინა ტყუილად;

მორიელი – ოოო, აი, ეს ხუმრობს თუ ხუმრობს, განსაკუთრებით სხვების მტკივნეულ წერტილებს როცა პოულობს, ხელიდან შანსს არ უშვებს ამაზე იხუმროს და თან ყოველ სიტყვაში ისეთ მზერას გტყორცნის, რომ შეპასუხებას გადაიფიქრებ (თუ საერთოდ მოგაფიქრდა შეპასუხება) და იძულებითი წესით სიცილს იწყებ.

მშვილდოსანი – ის თავად მასხარაა და ხუმრობას იწყებს საკუთარი თავიდან და ამთავრებს სხვებით... ბოლოს კი სიტყვას გადასცემს სხვას, თავად კი სერიოზული სახით ტოვებს სცენას...

თხის რქა – არ ხუმრობს, ის ფულს ითვლის და ასევე ითვლის იმ ხალხს, ვისაც შეიძლება ხუმრობის გამო ცხვირ-პირი გაუერთიანონ (სხვა ნიშნებმა, აბა ხელს თავად ხომ არ გაისვრის?!).

მერწყული – ხუმრობით ყველას გაუსწრო, ამიტომ მომავალ ათასწლეულებში გავიგებთ ამ ხუმრობის აზრს.. (თუ საერთოდ გავიგებთ)

თევზები – ხუმრობს, მაგრამ ჩუმად, გულში... (ამირან გულში მღეროდა..)

***
ზოდიაქო და სარეცხის მანქანა

ვერძი – იყიდა სარეცხის მანქანა, მიიტანა სახლში, მაგრამ გამოყენებით არ გამოიყენა, ის ხომ ყველაფერში პირველია, სარეცხვის რეცხვაშიც კი! (მთავარია, რომ ამის შესახებ თავად სჯერა)

კურო – იყიდა სარეცხის მანქანა, მაგრამ რად გინდა რა, იყენებს როგორც მაცივარად, სკამად, საწოლად და... ფანტაზია მეც კი აღარ მყოფნის...

ტყუპები – იყიდა, მოიტანა და თან გამოსცადა საკუთარ თავზე.. გამოცდა წარმატებულად ჩატარდა – ეს მისი სიტყვებია, როდესაც სამაშველო ჯგუფმა გამოათრია სარეცხის მანქანიდან...

კირჩხიბი – სარეცხის მანქანა არ იყიდა, რადგან საქართველოში ჯერ არ დაუწყიათ სარეცხის მანქანების წარმოება.

ლ'ომი – იყიდა და სანამ სახლში აიტანდა, ჯერ 1 დღე დადო ეზოში, სხვებსაც რომ ენახათ თუ როგორი ძვირადღირებული და მრავალფუნცქიური სარეცხის მანქანა შეიძინა და თან ბრენდი (თუმცა თავადაც არ იცის რომელი ბრენდია)!!!!, შემდეგ კი სახლში ე.წ. "სტენკაში" შედო, ხალხი მოვა და ნახავს...

ქალწული – სარეცხის მანქანა სანამ იყიდა, მანამდე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია (მაღაზიაში იმდენად გაუწვრილა გამყიდველს გული დეტალების გამოკითხვით).

სასწორი – ვერ გადაწყვიტა რომელი იყიდოს: იაფი თუ მრავალფუნქციური, ბოლოს კონსულტანტის დამარებით იყიდა იაფი. მიიტანა სახლში, მაგრამ ზუსტად 1 საათში გაფუჭდა, სარეცხის მანქანის დაბრუნება კი მოერიდა, უხერხულობაში ჩავარდებიან გამყიდველები-ო...

მორიელი – იყიდა სარეცხის მანქანა, რომელიც ყველაზე ბევრ სარეცხს რეცხავს (ანუ ტევადობითა და გამძლეობით საუკეთესო) და პირველი, რაც გააკეთა ცოლს დაუძახა – მოდი, ქალო, სარეცხის მანქანაა გამოსაცდელი. გამოსცადეს, სიამოვნება შეფასდა 9 ბალით (10 ბალიანი სისტემა)... სხვა რამ არ იფიქროთ! მორიელები არანაკლებ პეწენიკები არიან!!! აბა, თქვენ რა იფიქრეთ? ჰმ, ჰმ...

მშვილდოსანი – იყიდა, მოიტანა, შეყარა სარეცხი (რაც შეიძლება ბევრი) და დაუწყო ყურება თუ როგორ რეცხავს სარეცხის მანქანა სარეცხს, ვერ მოასწრო ბოლომდე ყურება, და თავიდან გადაახვია....

თხის რქა – იყიდა (დიდი ვაჭრობის შემდეგ) ყველაზე საუკეთესო, მოიტანა სახლში, დადგა, მაგრამ დენის გადასახადს მიბმული ნაგვის გადასახადის გამო არ გამოიყენა (გამორთე სარეცხის მანქანა ნაგავს წვავს)...ბანალურია, მაგრამ ეს დანარჩენი 11 ნიშნის ტკივილიცაა (მგონი)

მერწყული – მან სარეცხის მანქანა არ იყიდა, მან იყიდა სარეცხის რობოტი... რეჟიმები: ახარისხებს, რეცხავს, ავლებს, სტერილიზაციას აკეთებს, აკრახმალებს, აუთოვებს და ბოლოს მერწყულს უთხრა: წადი შენიც, შენ რაღაში მჭირდები-ო და სახლიდან გამოაგდო მერწყული...

თევზები – იყიდა, მოიტანა და იგრძნო თავი როგორც საკუთარ სახლში...

***
ზოდიაქო და მოსმენის კულტურა

ვერძი – ის არავის არასდროს უსმენს, ის მხოლოდ საუბრობს.

კურო – უსმენს, მაგრამ თან ფიქრობს, რა იდიოტია მოსაუბრე.

ტყუპი – ერთდროულად უსმენს, ლაპარაკობს და თანაც ამ ყველაფერს ჟესტიკულაციითა და მიმიკით აფორმებს.

კირჩხიბი – უსმენს და თან ფიქრობს ეხება თუ არა ეს მას და სამომავლოდ რაში გამოადგება მიღებული ინფორმაცია, თუ გადაწყვეტს, რომ არაფერში გამოადგება, მოსაუბრეს ყალბი ღიმილით აწყვეტინებს საუბარს და ეუბნება, რომ სახლში ბავშვი ჰყავს მარტო დატოვებული.

ლომი - სადაც ლომია, იქ ვერძებიც კი დუმან, თუ არ დუმან დაადუმებს, რა პრობლემაა.

ქალწული – მას შეუძლია უსაზღვროდ, უსაშველოდ მოსმენა, ოღონდაც მხოლოდ მაშინ, როდესაც თავად დაასრულებს საუბარს და როდესაც აღიარებენ, რომ ის კომპეტენტური და შეუდარებელია.

სასწორი – მერყეობს თქვას თუ არა საკუთარი აზრი და როცა გადაწყვეტს საკუთარი აზრის გამოხატვას, საუბარი დასრულებულია. ამიტომ მუდმივად მსმენელის როლი აქვს, ამიტომაც ითვლებიან კარგ მსმენელებად, მაგრამ არა იმ მიზეზით, რა მიზეზითაც ითვლებიან, არამედ იმიტომ, რომ სანამ გადაწყვეტენ რამის თქმას, უკვე გვიანია.

მორიელი – ის მხოლოდ ისმენს, მაშინაც კი, როცა არ უნდა მოისმინოს, ინფორმაცია ეს ძალაუფლებაა, მითუმეტეს, ინფორმაცია, რომელიც საიდუმლოდ არის მოპოვებული და საუბრობს მხოლოდ მაშინ, როდესაც ბრძოლის წინა ხაზზეა გასასვლელი...

მშვილდოსანი – ამ ნიშანმა მოსმენა არ იცის, ისინი ძილშიც კი საუბრობენ...

თხის რქა – გისმენს, მაგრამ ფიქრობს საქმეზე, საუბრობს ყველაფერზე, მაგრამ საქმის გარდა ყველაფერზე...

მერწყული – საუბრობს, ისმენს, და თანაც იდეები მოსდის, რომელსაც გზადაგზა ახმოვანებს, თუმცა არავის სჯერა მისი, 100 წლის შემდეგ კი დაიჯერებენ, მაგრამ ახლა?!

თევზები – არ დაიჯეროთ თევზს პირში წყალი რომ აქვს ჩაგუბებული – მათ მოსმენა არ იციან, ისინი საუბრობენ ყველგან, ყოველთვის და თან მხოლოდ საკუთარ გრძნობეზე...

***
სამი რამ, რაც ზოდიაქოს ნიშნებს ახასიათებთ და თქვეს:

ვერძი – ის მაინც ბრუნავს (იგულისხმება სამყარო მათ გარშემო)

კურო – ღვინო, ქალები, დუდუკი (იგულისხმება სუფრა,ლოგინი,იავნანა)

ტყუპები – საუბარი, მიმიკა, ჟესტიკულაცია ( იგულისხმება პანტომიმა)

კირჩხიბი – მდიდრებიც ტირიან  (სერიალების მოყვარულთა კლუბი)

ლომი – ომს იგებს სამი რამ: ფული, ფული და კიდევ ერთხელ ფული (მე არ მითქვამს, ნაპოლეონმა თქვა) 

სასწორი - თემიდა და იუსტიცია სამართლიანობაა! (არადა, თემიდა ხმლითა და სასწორით გამოისახებოდა თვალახვეული, იუსტიცია კი მათ გარეშე ოღონდაც თვალაუხვეული) დაიბენით?! ე.ი. თქვენ სასწორი ხართ :დდდდ

ქალწული - სიზუსტე გამოიხატება ციფრებში (კალკულატორი)

მორიელი – "სექსი დიდ ქალაქში" (როგორც გინდათ ისე განმარტეთ) თუ გნებავთ “უსექსობა პატარა ქალაქში” (როგორც გინდათ ისე გაიგეთ)

მშვილდოსანი - 80 დღე სამყაროს გარშემო ან 80 ათასი ლიე წყლის ქვეშ (ჟიულ ვერნი)

თხის რქა - იყიდე-გაყიდე, ქარვასლაა? (ქეთო და კოტე)

მერწყული - კაცები შავებში არსებობენ! (დაუჯერებელი ამბებიდან!)

თევზები – ეს გზა ტაძრამდე მიმიყვანს?

Комментариев нет:

Отправить комментарий