პირველ რიგში, შესავლის ნაცვლად დავწერ, რომ ძალიან მომწონს, როდესაც ფასდაკლებით წიგნები გამოდის და მთელი რიგი გამომცემლობები ჩვენს განათლებასა და შემეცნებაზე ზრუნავენ, მეორე რიგში კი, მადლობას ვუხდი იმ ჟურნალ-გაზეთებს, რომლებიც საკუთარ ქსელში ამ წიგნებს უშვებენ საკუთარსავე ჟურნალებთან თუ გაზეთებთან ერთად, - მეორე და სხვა საკითხია, თუ რა სარგებელი და მარკეტინგული გათვლები ახლავს ამ ყველაფერს თან, მაგრამ მადლობის ღირსები ნამდვილად არიან. თუმცა, არის მეორე ნოც, მაგალითად, სიმართლე გითხრათ, იმდენად “გაყვითლდა” ჩვენი პრესა და არამარტო პრესა, მთლიანად მას-მედია, რომ მე, როგორც ერთ ჩვეულებრივ მოქალაქეს, საზოგადოების რიგით წევრს სურვილიც კი არ მაქვს ან გაზეთი წავიკითხო, ან ჟურნალი ანდა ტელევიზორს ვუყურო. ათასში ერთხელ მაინც წამიცდება თვალი თუ ხელი, მაგრამ ვაი, რომ მაგ ათასში ერთხელაც კარგს ვერაფერს გაიგებ, მითუმეტეს, შეიმეცნებ... ახლა არ დავიწყებ იმის მოყოლას, თუ რა ჭორ-მართალი იწერება და მიდის მკითხველამდე თუ მაყურებლამდე, როგორ ირღვევა, მასიურად და უხეშად საქართველოს კანონები “საავტორო უფლებების შესახებ”, “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” და სხვა, მაგრამ აღნიშვნის ღირსია, რომ არა წიგნების სიყვარული და მათი საკმაოდ მაღალი ფასი, ნამდვილად არ “წავეტანებოდი” ჩვენს ჟურნალ-გაზეთებს და ჩემნაირი, როგორც ვაკვირდები, საკმაოდ ბევრია...
რატომ გავაკეთე ასეთი და ამხელა შესავალი?! ძალიან აღშფოთებული და განრისხებული ვარ, ამიტომაც ვცდილობ ცოტა შორი გზიდან მოვუარო სათქმელს, რათა უფრო მეტად არ გავამწვავო ის საკითხი, რომელზე საუბარს და საკუთარი აღშფოთების გამოხატვას ვაპირებ...
მოკლედ და კონკრეტულად, სპეციალურად და შეგნებულად არც ჟურნალის სახელს ვასახელებ და არც იმ ჟურნალისტის ვინაობას, რომლის ვაი სტატიაზეც მინდა პასუხის დაწერა... პასუხის, რომელიც მირჩევნია ჩემს ბლოგზე დაიდოს, რადგან გადავწყვიტე, რომ დღეს “ბლოგერობა” და ბლოგი, ყველაზე საუკეთესო საშუალებაა მხოლოდ მეგობრებს კი არა, საზოგადოების ნაწილს მიაწოდო შენი სათქმელი, აბა, ისე ვერ გავკადნიერდები, რომ ჟურნალისტობა ვცადო, მითუმეტეს, ჟურნალის ფურცლებიდან ვეპაექრო კალამგამოწრთობილ ჟურნალისტებს...
რაშია საქმე? რატომ ასეთი მართლაც რომ შორით მოვლა, ანუ მოკლე სიტყვის გრძლად თქმა?! ძალიან მარტივია და, ალბათ, როდესაც ჩემი ნაწერის, თუ აღშფოთებული პასუხის ბოლო წინადადების წერტილს იხილავთ, არანაკლებ აღშფოთებული დარჩებით თქვენც.
მოკლედ, მორიგ წიგნს მოჰყვა ჟურნალი (თუ პირიქით, ჟურნალს მოჰყვა მორიგი წიგნი, ეს თქვენ გადაწყვიტეთ, ვისთვის ჟურნალი უფრო მნიშვნელოვანია და ვისთვის - წიგნი), შესაბამისად, ჟურნალის სტატიებსაც გადავავლე თვალი, - ნუ, რა ვქნა, სულიერი არსება, მითუმეტეს, ადამიანი ვარ, და ხანდახან მეც კი მძლევს ცნობისმოყვარეობის წადილი და თუ საინტერესოა, სიამოვნებით ვეცნობი კიდეც, მაგრამ, ჰოი, საოცრებავ და “ჩამოსულები”-სა და “თბილისელები”-ს (ე.წ. ხოხბების, პეროგაყრილების) ადათან-ბაბათაგან დაწყებული პაექრობა, ახლა უფრო გამწვავებულ-დისკრიმინაციულ ჭრილში ვიხილე ჟურნალის ერთ-ერთ გვერდზე... ყველაზე მეტად რაც მძაგს ეს რაიმე სახის დაჯგუფება, კასტებად თუ კლანებად დაყოფა, საცხოვრებელი თუ დაბადების ადგილების “დატოლება” და ა.შ. დიახ, მძაგს...… ვინც მიცნობთ, ალბათ, იცით, თუ რას ნიშნავს ჩემთვის ასეთი აზროვნების მქონე ადამიანი... მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა, რომ სტატიაში, ვითომ კონტრშეტევაზე გადმოსული “ჩამოსული” ჟურნალისტი პირდაპირ გვწერს ე.წ. თბილისელ-ხოხბებს: “მოდი წარმოვიდგინოთ, თბილიში რომ მარტო თბილისელები ცხოვრობდნენ, რა მოხდებოდა?” და თავად სცემს დასმულ კითხვას პასუხს _ თურმე, რომ არა ჩამოსულები: “სახლები აუშენებელი დარჩებოდა, რადგან მშენებლობაზე ძირითადად ჩამოსულები მუშაობენ;”, ასევე, როცა თბილისელებს უკვე აშენებული სახლების რემონტი დაგვჭირდებოდა ანუ: “რემონტს დაექვემდებარებოდა და “მალიარს”, სანტექნიკოსსა და “გაჯავიკს” რომ ვერ იშოვიდნენ თბილისელები ელიავას ბაზრობაზე, ის სახლებიც თავზე ჩამოექცეოდათ” ანუ ჩამოგვექცეოდა.
თურმე ქალაქში არ იარსებებდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, “რადგან ავტობუსებისა და “მარშუტკების” მძღოლებად ძირითადად ჩამოსულები მუშაობენ”; თურმე დედაქალაქში არც მაღაზიები იქნებოდა და არც და ვერც კარტოფილს, ხახვსა და ყავას ვიყიდიდით. ასფალტიც აიყრებოდა დროთა განმავლობაშიც და ნაგვითაც გაივსებოდა ქალაქი, რადგან გადამყრელიც არავინ იქნებოდა... გავაგრძელო, ჩემო თბილისელო და არა თბილისელო მეგობრებო თუ მკითხველებო?!
არ ვიცი ამ ჟურნალისტს რედაქტორი ანდა ვინმე მენტორი (მენტორი სალანძღავი სიტყვა არაა, ის ნიშნავს სპეციალურ მასწავლებელს, დამრიგებელს) თუ ჰყავს, მაგრამ ეს ცინიზმი (სხვა უფრო ცივილური ფორმის სიტყვა ვერ შევუსაბამე ამ ყველაფერს) მარტო თბილისელებს, ანუ “პეროიან ხოხბებს” არ გვეკუთვნის (რა ვქნა, ვარ ეს ოხერი თბილისელი, რადგან სხვაგვარად ვერ მოხერხდა და არც ვამაყობ ამით და არც ვინმეს გამო დავკომპლექსდები, თუმცა ამ პაპანაქება ზაფხულში ხანდახან კი ვნატრობ ვიყო “ჩამოსული”, გასაგრილებლად წასასვლელი ადგილი მაინც მექნებოდა), ეს უკვე ზუსტადაც რომ მისმიერვე წოდებულ “ჩამოსულებსაც” შეურაცხყოფს... იმის მაგივრად, რომ ჯანსაღად იაზროვნოს და საკუთარი პროფესიიდან გამომდინარე (რომელიც ზუსტადაც, რომ საზოგადოებაზე კონსტრუქციულ ზემოქმედებას ავალდებულებს), ასე ფესვგადგმულ პროვინციალიზმს (არც პროვინციალიზმია სალანძღავი სიტყვა, თუ ჩემი არ სჯერა ვინმეს, იხ. ლინკი: http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=32918) ებძოლოს, უფრო აღრმავებს მას და აღიზიანებს საზოგადოებას, და იმდენი ეთიკაც არ ჰყოფნის, რომ საკუთარ თავსაც გვამადლის (მართალია, მის სიტყვებში სარკაზმიც შეიმჩნევა და ირონიაც, მაგრამ ეს არ შველის არც მკითხველს და არც დამწერს), რადგანაც ისიც “ჩამოსულია” და გვემსახურება ჩვენ (მისი სიტყვების პერიფრაზაა)... გმადლობთ, პატივცემულო, დასაფასებელი და სამადლობელი სიტყვები გითქვამთ, აუცილებლად გიმსახურებთ, მითუმეტეს, რომ ჩემი ხელფასიდან გარკვეული ნაწილი ზუსტად თქვენს ხელფასზე მოდის - ანუ, თქვენს ჟურნალს წიგნთან ერთად როცა ვყიდულობ, თქვენ რომ ხელფასს იღებთ, იქ ჩემი ხელფასის ნაწილიცაა, ასე რომ მთლად უანგაროდ არ მემსახურებით, ხოლო დამადლებაზე თუ მიდგა საქმე, რა ვიცი რა ვიცი, შესაძლოა “თბილისელმა ხოხბებმა” “ჩამოსულ მწყერებზე” უფრო მეტი დასამადლებელი მოიძიონ... თუ ჩემი ნაწერი მოვა თქვენს ყურამდე, ან კომპიუტერამდე – ინტერნეტის გავლით, იმედი მაქვს, ჩემს ირონიანარევ სარკაზმსაც ჩაწვდებით და იმასაც მიხვდებით, რატომ გახსენებთ არისტოტელეს სიტყვებს: “ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი”. და ეს სიტყვის თავისუფლებასაც ეხება.. :)) ისე, იმასაც შეგახსენებთ, რომ უმჯობესი იქნებოდა არამარტო საქართველოს, არამედ თბილისის ისტორიისთვისაც გადაგევლოთ ცალი თვალი მაინც... ეს ისე, მოცალეობის ჟამს, გარეთ გასვლამდე წასაკითხად...დიახ, მე ვამბობ, რომ ვარ თბილისელი, თბილისელ ე.წ. “პეროიან ხოხბებს” ვეკუთვნი... დიახ, მე ვცხოვრობ გარეუბანში და არც ეს მეთაკილება; დიახ მე მყავს თქვენს მიერ ე.წ. “ჩამოსული” მეგობრები, მათ შორის რუსთავიდან, მისაქციელიდან, კახეთიდან, ქუთაისიდან, სოხუმიდან, ასევე თქვენს მიერ წოდებული პეროგაყრილი მეგობრებიც, რომლებიც ყავის სმითაც ტკბებიან, ცენტრალურ უბნებშიც ცხოვრობენ და ფეხი ფეხზე გადადებული ზეინტელექტუალურ თემებზეც საუბრობენ (ისევ ეს ოხერი სარკაზმი და ირონია)... დიახ, მე მყავს სანათესაო, როგორც დასავლეთ საქართველოდან, ასევე აღმოსავლეთ საქართველოდან (ოღონდაც, ახლა ჩემს გენეოლოგიურ ხეს აქ ნუ ჩამომაწერინებთ და თუ ვინმეს დაგაინტერესებთ, შემიძლია საქართველოს ცენტრალური არქივისკენ მიგითითოთ, ისე, თუ ჩემს გასაკეთებელ საქმესაც გააკეთებთ, მთელი ცხოვრება თქვენი მონა-მორჩილი და მსახური ვიქნები - დღემდე მაინტერესებს, ვინ იყო ჩემი სულ-სულ პირველი წინაპარი)... დიახ, მე ოჯახში ისე აღმზარდეს, რომ არასდროს გამიმახვილებია ყურადღება ადამიანის საცხოვრებელ თუ დაბადების ადგილზე, მის კილო-კავზე... დიახ, მე “ვაფანატებ” მოხევეების, მთიულების, აჭარლების კილოკავზე... დიახ, მე მყავს მეგობრები სხვადასხვა პოლიტიკური მრწამსით, ასევე, მყავს სხვა რელიგიების მიმდევარი ნაცნობ-მეგობრებიც და მე მათით ვამყობ. დიახ, ზუსტად რომ პროვინციული აზროვნების ადამიანები (არ აქვს მნიშვნელობა დაბადების ადგილს) სჭარბობთ თბილისში, რომლებიც საკუთარი კომპლექსების დასაფარად ყოფთ კასტებად, ჯგუფებად, კლანებად ადამიანებს და მოგწონთ ეს. დიახ, პროვინციული აზროვნების ადამიანების წყალობით ღვივდება ეთნიკური, რელიგიური შუღლი, სეპარატიზმი...
დიახ, მე მინახნავს ბევრი ე.წ. “ჩამოსული”, რომელიც თბილისელს ეწევა და უსწრებს უმსგავსობაში...
დიახ, მე მძაგს სეპარატისტი ქართველი, თქვენს მიერ წოდებული “ჩამოსული”...
დიახ, მე მინახავს ე.წ “ჩამოსული”, რომელიც პირდაპირ ფანჯრიდან ყრის ნაგავს და ანაგვიანებს ქალაქს, ეზოს, ქუჩას, კორპუსს...
დიახ, თქვენს მიერ წოდებული “ჩამოსულისგან” ძალიან ხშირად დამიცავს სხვა კუთხის მკვიდრიც კი...
დიახ, ბევრჯერ მიმიცია შენიშვნა ზუსტად მაგ „ჩამოსული” ადამიანისთვის, როდესაც მზესუმზირას პირდაპირ საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან - ავტობუსიდან ან სამარშრუტო ტაქსიდან ყრიდა გზაზე. დიახ, ზუსტად თქვენს მიერ წოდებული “ჩამოსულისთვის” მითქვამს, რომ მადლობა ღმერთს, მე არ ვარ შოვინოსტი, ნაცისტი, ფაშისტი და არ ვყოფ ადამიანებს კანის ფერის, ეთნიკური, რელიგიური და სხვა კატეგორიების მიხედვით; დიახ, ვაღიარებ, ბევრი მართლაც ლუკმა-პურის საშოვარზე თბილისში ჩამოსული (თქვენს მიერ ე.წ. “ჩამოსული”) ადამიანი ჩემთვის უფრო ძვირფასი გამხდარა და მათში უფრო მეტი ინტელექტი დამინახავს, ვიდრე ბევრ ძალით ინტელექტუალ, ვაი, ჭკუისაგან გასნობებულ ადამიანში; დიახ, ე.წ. “პეროიანი თბილისელი ხოხბისთვის” პირდაპირ სახეში მიმიხლია, რომ იდიოტია, რადგან ზემოდან უყურებს სხვა ადამიანს და რომ მისი თბილისში დაბადების ჩანაწერი პრივილეგია სულაც არაა... დიახ, ბევრი მოკაიბიჭო თბილისელი (და არამხოლოდ თბილისელი, “ჩამოსული”) ელემენტისგან დამიცავს სხვა, მაშინ, როდესაც თქვენ და თქვენნაირი სარკაზმით სავსე ბევრი ადამიანი გაჩუმებული და გასუსული, სახემიბრუნებლი ისხედით საზოგადოებრივ ტრანსპორტში... დიახ, ძალიან ბევრი აღიარება შემიძლია აქ ჩამოგიწეროთ, მაგრამ არამც და არამც, არავის დავამადლი საკუთარ თავს, პირიქით, ეს მაგალითებიც მიტომ მოვიყვანე, რომ დაგანახოთ, პრობლემა თბილისელობა არათბილისელობაში კი არაა, არამედ აზროვნების დეფიციტსა და პროვინციალიზმშია...
მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დიახ, მე მყავს საუკეთესო მეგობრები, თანამშრომლები, ნაცნობები, როგორც საქარველოს სხვადასხვა კუთხიდან, ასევე საქართველოში მაცხოვრებელი სხვა ეროვნული თუ ეთნიკური ჯგუფიდან და მადლობა ღმერთს, რომ მათში ეს პროვინციალიზმი საერთოდ არაა...
ბოდიშით, თუ ვინმეს კომპლექსები გაწუხებთ, მაგრამ ამ კოპლექსების დაძლევას ჩვენს ხარჯზე ნუ მოახდენთ. ამიტომ, უმორჩილესად გხოვთ, თბილისელებსაც და არათბილისელებსაც, თავი შეიკავეთ, საკუთარ პროვინციალიზმს ასე საჯაროდ მაინც ნუ უკეთებთ დემონსტრირებას და მეორეც, ეს უკვე კომპლექსიან ე.წ. “ჩამოსულებს” ეხებათ, თავებს ნუ დაგვამადლით, მაინც ვერასდროს გახდებით ვერც აკაკი წერეთლები, ვერც ვაჟა-ფშაველები, ვერ მაკო ორბელიანები, ვერც შალვა ნუცუბიძეები, ვერც ილია ჭავჭავაძეები, რადგან ისინი ერთადერთნი იყვნენ და განუმეორებლები. თუ ასე ძალიან გსურთ, იყავით თქვენც განუმეორებელი ინდივიდები, ამაზე უკეთესს ვერაფერს იზამთ. ასევე, თუ კომპლექსებს ვერ უმკლავდებით, უმჯობესია ფსიქო-ანალიტიკოსთან ვიზიტზე ჩაეწეროთ და იქნებ როგორმე მოახერხოთ საკუთარი კომპლექსებიგან გათავისუფლება...
და ბოლოს, მართლაც, შობასა თუ აღდგომას მნიშვნელოვნად ხდება დედაქალაქის განტვირთვა, რაც, მე პირადად, გადაადგილებას უფრო მიადვილებს. ასევე, შეინიშნება ავტო-სატრანსპორტო საშუალებების სიმცირეც, რაც, ზუსტადაც რომ ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის (ანუ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების) დონეს მნიშვნელოვნად ამცირებს; ასე რომ, მეტ-ნაკლებად და შედარებით უფრო სუფთა ჟანგბადის სუნთქვა გვიწევს მათ, ვისაც წასასვლელი არსად გვაქვს და ვართ გამოკეტილი ამ ქვაბურში (ანუ, პეროიან თბილისელ ხოხბებს)... გარდა ამისა, ე.წ. “პროფილაქტიკებშიც”, - რომელიც რატომღაც ვიღაცას მოაფიქრდა რომ უშუალოდ ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ტროტუარზე უნდა ფუნქციონირებდეს, _ ნაკლები მანქანებია, რაც ასევე პირადად ჩემი ნერვების, ენერგიისა და დროის დაზოგვას უწყობს ხელს... იქნებ, ჟურნალისტები ამ საჭირბოროტო საკითხებითაც დაინტერესდეთ?!
მარად თქვენი,
პეროგარჭობილი თბილისელი ხოხობი
პ.ს. მთავარი დამავიწყდა, როდესაც პასუხის სათაურზე ვფიქრობდი, ამომიტივტივდა ქართული სნობიზმი და აი, რატომ: სნობიზმი რასელ ლაინსის ცნობილი ციტატის თანახმად, საკუთარი ,,ეგოს” მოფხანის საუკეთესო საშუალებაა.Source: გვახარია გიორგი. სნობიზმი და კორუფცია//თავისუფლება 9(33) - თავის. ინ-ტი. თბ., -2004

Комментариев нет:
Отправить комментарий