ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?
მძიმე ყალნით,
ლამაზ ფალნით
მორთული და მშვენიერი;
უწყინარი,
უჩივარი,
ქედდრეკილი, მადლიერი;
უშფოთველი,
ქვემძრომელი,
რიგიანი, წესიერი;
ყოვლად მთმენი,
ვით ჯორ–ცხენი,
ნახედნი და ღონიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
ყველა უნჯი,
ყველა მუნჯი,
გულჩვილი და ლმობიერი;
თვალაბმული,
თავაკრული,
პირს ლაგამი ზომიერი;
ყველა ყრუი,
ყველა ცრუი,
ჭკვადამჯდარი, გულხმიერი;
მცირე, დიდი _
ყველა ფლიდი,
ცუღლუტი და მანკიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
მტვერწაყრილი,
თავდახრილი,
ყოვლად უქმი, უდიერი;
უზღუდონი,
გზამრუდონი,
არგამტანი და ცბიერი;
მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმონი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
არრის მქონე,
აარის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი?
ილია ჭავჭავაძე
განა არის სადმე ერი?
მძიმე ყალნით,
ლამაზ ფალნით
მორთული და მშვენიერი;
უწყინარი,
უჩივარი,
ქედდრეკილი, მადლიერი;
უშფოთველი,
ქვემძრომელი,
რიგიანი, წესიერი;
ყოვლად მთმენი,
ვით ჯორ–ცხენი,
ნახედნი და ღონიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
ყველა უნჯი,
ყველა მუნჯი,
გულჩვილი და ლმობიერი;
თვალაბმული,
თავაკრული,
პირს ლაგამი ზომიერი;
ყველა ყრუი,
ყველა ცრუი,
ჭკვადამჯდარი, გულხმიერი;
მცირე, დიდი _
ყველა ფლიდი,
ცუღლუტი და მანკიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
მტვერწაყრილი,
თავდახრილი,
ყოვლად უქმი, უდიერი;
უზღუდონი,
გზამრუდონი,
არგამტანი და ცბიერი;
მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმონი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
არრის მქონე,
აარის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი?
ილია ჭავჭავაძე
ილიას ეს უკვდავი ლექსი საქართველოში ყოველ დროსა თუ საზოგადოებას შეესაბამება და ზუსტად აღწერს ერის, საზოგადების მანკიერ მხარეებს. არ მოიძებნება ქართველი (და არამარტო ქართველი, თუმცა სულაც არ ვუსვამ ხაზს ეროვნულ კუთვნილებას, მაგრამ ამაზე ცოტა ქვემოთ დავწერ), რომელსაც ეს ლექსი მთლიანად თუ არა, მისი რომელიმე სტროფი მაინც არ ჰქონდეს წაკითხული ან გაგონილი. გასაგებია, რომ ერს და ზოგადად საზოგადოებას კარგიც ახასიათებს და ცუდიც, მაგრამ როდესაც ერში, საზოგადოებაში ცუდი ჭარბობს კარგს, ეს უკვე იმის მაჩვენებელია, რომ ერი (საზოგადოება) დეგრადაციას განიცდის... ნებისმიერ საზოგადოებას, ერს ახასიათებს ასეთი აღმა თუ დაღმა სვლები, მაგრამ მე ჩემი მტკივა და ჩემს ტკივილზე ვტირი და სხვამ თავისი იტიროს. როდესაც "შენი" გიყვარს, "შენიანზე" შეგტკივა გული, ზრუნავ, "შენსას" სცემ პატივს, მხოლოდ მას შედეგ შეგიძლია სხვისი პატივისცემაც, დაფასებაც და თანაგრძნობაც.
სამწუხაროა, მაგრამ დღეს უფრო მომრავლებულია სანახაობა, ოღონდ პურის გარეშე და ტრაგი–კომედიის საყურებლად მისულ ხალხს ორ ობოლსაც არ აძლევენ, როგორც ძველ საბერძნეთში ხდებოდა. თუმცა ვინ იცის, იქნებდა ზუსტად აქაც შერჩევით ხდება ამ ორი ობოლის გაცემაც?! თუ ჩემი ორი ობოლი ვინმეს გერგოთ, ალალ იყოს, მაგრამ... მხოლოდ ტრაგი–კომედიის ყურებით ცუდის, მანკიერი მხარის გამოსწორება არ ხდება, რადგან დღემდე ვერ გამოგვაქვს დადგმული "სპექტაკლებიდან" მორალი. არადა, საკუთარ თავებს მორალურ და ზნეობრივ "პიროვნებებად" ვთვლით. ხოლო საზოგადოება, ერი ზუსტად ინდივიდებისგან, ანუ პიროვნებებისგან შედგება, მათი ერთობლიობაა. სამშობლო და საქართველო მხოლოდ ტერიტორია არაა, უპირველეს ყოვლისა ეს ის საზოგადოებაა, ეს ის ერია, რომელიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობს, დამკვიდრებულია და ვითარდება.
თუმცა, საოცარია, მაგრამ დღეს სიტყვების არსსა და მნიშვნელობას ისევე დამახინჯებულად აღვიქვამთ, როგორც სხვა დანარჩენს. დანარჩენი კი ჩემზე ადრე, მთელი ორი საუკუნით ადრე (და უფრო ადრეულ ხანებშიც) ითქვა და უკვე ათასჯერ თქმულსა და გაცვეთილ, მაგრამ უკვდავ სიტყვებს ახალს ვერაფერს დავამტებ.
მხოლოდ ერთი რამ შემიძლია, მორალისა და ზნეობის განმარტებები დავდო:
ზნეობა _ 1. იმ წესების, ნორმების ერთობლიობა, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულებას და ყოფაქცევას ამა თუ იმ საზოგადოებაში;
2. ამ ნორმების შესაბამისი ქცევა და ადამიანის სულიერი თვისებები.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
მორალი _ ზნეობრივი დასკვნა, ზნეობრივი გაკვეთილი, რომელიც რაიმესგან გამომდინარეობს, მაგალითად იგავის მორალი (უცხო სიტყვათა ლექსიკონი 1989).
Комментариев нет:
Отправить комментарий